weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ეს რუსული რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს სასჯელს ბოლო დღემდე მოახდევინებს – მელია

12:35 ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მელია ამბობს, „ოლიგარქიულ და ავტოკრატიულ“ სახელმწიფოში პოლიტიკური პატიმრების ტყვებოდან დახსნის მექანიზმი მხოლოდ ხელისუფლების დამარცხებაა.

„ბიძინა ივანიშვილის ციხიდან პლიტპატიმრების დახსნის სხვა მექანიზმი რომ არსებობდეს ან ეარსება, მერწმუნეთ, თავის დროზე ამას პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გამოიყენებდა, როდესაც მისი მეგობრები და თანამებრძოლები წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში იყვნენ. პოლიტპატიმრების ხსნის ერთადერთ გზას ვხედავ, არ არსებობს მეორე სხვა გზა - ამ რეჟიმის დამარცხება.

მიხეილ სააკაშვილის მხარდაწერა რაში შეიძლება დღე ყველაზე ეფექტურად გამოიხატებოდეს? - დაუღალავ შრომაში, ახალი და ახალი მოკავშირეების მოძიებაში, მნიშვნელოვანია Facebook-ზე წერა, Facebook-დან მიხეილ სააკაშვილის გამხნევება, როდესაც ჩვენ მას წარმატებას და მხნეობას ვუსურვებთ, მაგრამ მერწმუნეთ, პირველ რიგში რაც დღეს მიხეილ სააკაშვილს სჭირდება, სჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი მოკავშირე სწორი იდეის გარშემო. სხვანაირად ეს ადამიანი იქიდან ვერ გამოდის.

ბოლო დღემდე ეს რუსული რეჟიმი მოახდევინებს სასჯელს მიხეილ სააკაშვილს, სხვა პატიმრებსაც.

ეს ხუმრობა აღარ არის. მე ველაპარაკები ადამიანებს და მინდა დავარწმუნო, რომ: თუ ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარები ხართ, და ვიცი, რომ გული შეგტკივათ, რეალური დახმარება არის კვირიდან კვირამდე ერთი ახალი მოკავშირის მოძიება და ხვალ რომ აქციაზე წამოხვალთ, გუშინ თუ სამნი მოდიოდით, წამოხვიდეთ ოთხნი, თუ ოთხნი მოდიოდით, წამოხვიდეთ ხუთნი“, – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, შიშველი ემოციით პოლიტპატიმრებს ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან ვერასოდეს დაიხსნიან.

„არავინ არავის მოატყუოს. მთელი დღე რომ ეთერში ვიჯდე და მიხეილ სააკაშვილზე ვილაპარაკო, მარტო ვილაპარაკო, ამით მე მიხეილ სააკაშვილს ვიხსნი? ვიცი, ამის უკან რა ჯოჯოხეთური შრომაა გასაწევი და ეს თუ არ გაკეთდა, არათუ ვერ ვიხსნით, სხვებიც შევალთ.

ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ბევრს წერენ, ბევრს ნერვიულობენ მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ, ნერვიულობისა და განცდის დრო ახლა არ არის. ახლა ბრძოლის დროა. არიან ადამიანები, ვინც 7 პოსტს დაწერენ Facebook-ში, მაგრამ კარის მეზობელს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითად განწყობილია, ვერ არწმუნებს იმაში, რაშიც უნდა დაარწმუნოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]