weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე – ყაველაშვილი

11:22 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022

პარლამენტის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე ფიქრობს.

„აუცილებელია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით და ამ სიტუაციაში მათაც სჭირდებათ ღირსეული პარტნიორი და პასუხი ვინც კი ჩვენი გულშემატკივარია, რომ რასაც ღიად ესაუბრება ტელეეკრანებიდან და ბრიფინგებიდან, ისევე იყოს განწყობილი კულუარებშიც; რომ ეს ქვეყანა ყველა ჩვენთაგანის არის და აქ რომელიმე ერთ-ორ ლიდერზე ან ხელისუფალზე ან პრემიერ-მინისტრზე ვერ განხორციელდება ზეწოლა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.

შესაძლებელია, აი, ახლა იდეა გამიჩნდა, იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომ ჩვენ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ, რათა ამით მაინც დავანახოთ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ამ პოზიციის მომხრეა, რომ ომის არდაშვება და ღირსეული პარტნიორობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის და ევროკავშირის - რომ მათ გველაპარაკონ ღიად, დაიცვან ის პოზიციები და არ მოხდეს აქ ხელოვნური ჩარევა და რევოლუციებზე ფიქრი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გავიდა იმ მოტივით, რომ მოსახლეობისთვის უფრო მეტი „სიმართლის“ თქმის შესაძლებლობა ჰქონოდა. მმართველი პარტია სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემაც დატოვეს. ამის შემდეგ მათ არაერთი განცხადება გააკეთეს, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]