weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართული ოცნება“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმაც დატოვა

13:50 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022

პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, მმართველ პარტიასთან „პრინციპული შეუთავსებლობა“ არ აქვს და მას მხოლოდ იმიტომ ემიჯნება, რომ თავისი განცხადებებით უხერხულობა არ შეუქმნას.

„როგორც ჩემმა კოლეგებმა, მეც მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია იყო, როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

აქედან გამომდინარე [ვტოვებ] და არა სხვა მიზეზის გამო, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ დაფუძნების დღიდან მაკავშირებს ეს წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს.

საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს და ხელისუფლებაში მყოფი პარტიაა. აქედან გამომდინარე, როდესაც მე, ხელისუფლების წარმომადგენელი ვაკეთებ განცხადებას, ბუნებრივია ამას სხვა წონა აქვს, ვიდრე ადამიანისას, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მანამდე „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს. პარტიისგან ფორმალური გამიჯვნის შემდეგ, მათ ანტიდასავლური გზავნილების შემცველი არაერთი განცხადება გაავრცელეს. მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე საუბრობენ და აშშ-ის ელჩს უპირისპირდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]