weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღარიბაშვილი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: „ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“

15:37 პარასკევი, 29 ივლისი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა.

„მე მინდა, მთავარი გითხრათ და შეგახსენოთ ყველას: არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე შევახსენებდი, რომ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, კოდორის ხეობა, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი.

ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს განიხილავს, რასაც ე.წ. პარლამენტი არ ეთანხმება და ითხოვს, ე.წ. საკონსტიტუციო სასმართლომ განიხილოს 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების კონსტიტუციურობა. ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთისთვის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. 

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას უკვე 12 წელია ითხოვს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, ქონება უნდა გადასცენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

ვლადიმერ პუტინი სამჯერ იყო ბიჭვინთის აგარაკზე და იქ სწორედ მისი რეზიდენციის მოწყობა იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]