weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სააკაშვილი დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან და ენმ-დან წავიდა – ადვოკატი

13:00 კვირა, 31 ივლისი 2022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადების გავრცელებას აპირებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა.

„ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. ასევე წავიდა მისი პარტიიდან და არ უნდა ქართულ პოლიტიკასთან რაიმე საქმე ჰქონდეს. როგორც თვითონ ამბობს, არის რამდენიმე ფაქტორი. ამ ფაქტორებს ახლა დეტალურად არ ასახელებს, თუმცა, როგორც ვიცი, აპირებს საჯარო განცხადების გაკეთებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ 29 დეპუტატსვე შეუძლია, ცალ-ცალკე შევიდეს, ცალ-ცალკე დაელაპარაკოს, ან შექმნან რაღაც დელეგაცია, ჯგუფი და შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს მისი პოზიცია და დააზუსტონ ეს. ტყული რატომ უნდა ვთქვათ?!“,
– განაცხადა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებები სააკაშვილი ადვოკატების სტრატეგიის ნაწილია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. 12 მაისს, ის რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

 

ამ თემაზე:

ეს რუსული რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს სასჯელს ბოლო დღემდე მოახდევინებს – მელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]