„ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. ასევე წავიდა მისი პარტიიდან და არ უნდა ქართულ პოლიტიკასთან რაიმე საქმე ჰქონდეს. როგორც თვითონ ამბობს, არის რამდენიმე ფაქტორი. ამ ფაქტორებს ახლა დეტალურად არ ასახელებს, თუმცა, როგორც ვიცი, აპირებს საჯარო განცხადების გაკეთებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ 29 დეპუტატსვე შეუძლია, ცალ-ცალკე შევიდეს, ცალ-ცალკე დაელაპარაკოს, ან შექმნან რაღაც დელეგაცია, ჯგუფი და შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს მისი პოზიცია და დააზუსტონ ეს. ტყული რატომ უნდა ვთქვათ?!“,
– განაცხადა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებები სააკაშვილი ადვოკატების სტრატეგიის ნაწილია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. 12 მაისს, ის რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
ამ თემაზე:
ეს რუსული რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს სასჯელს ბოლო დღემდე მოახდევინებს – მელია