weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

უახლოეს 3-4 წელში საჯარო მოხელეთა ხელფასი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება – პრემიერი

18:59 ორშაბათი, 01 აგვისტო 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და 2026 წლამდე საჯარო მოხელეთა ხელფასების ყოველწლიური ზრდა დააანონსა. მისი თქმით, ხელფასები ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება წლების განმავლობაში, 2017 წლიდან 2020 წლამდე, „პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა“. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ეს „დიდი შეცდომა იყო“.

„ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორსა და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება. იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში, დაახლოებით, 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]