weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კალაძე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: „მივესალმებით ტურისტების შემოდინებას“

20:04 ორშაბათი, 01 აგვისტო 2022

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ „ტურისტების შემოდინებას მიესალმებიან“.

„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 და უკრაინის 19 585 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ივნისთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 340%-ით გაიზარდა, ხოლო უკრაინელების 11%-ით შემცირდა.

რუსეთის მოქალაქეებს შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]