„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 და უკრაინის 19 585 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ივნისთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 340%-ით გაიზარდა, ხოლო უკრაინელების 11%-ით შემცირდა.
რუსეთის მოქალაქეებს შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებდა.