weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

Vkontakte-ში მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც საქართველოს შეერთებაზე წერდნენ

11:36 სამშაბათი, 02 აგვისტო 2022

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ერთ-ერთი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა პოსტი, რომელიც „რუსეთის საზღვრების აღდგენას“ ეხებოდა. პოსტი დაახლოებით 10 წუთში წაიშალა, მედვედევის თანაშემწემ კი განმარტა, რომ მაღალჩინოსანს რუსული სოციალური ქსელის - VKontakte-ის გვერდი გაუტეხეს.

გავრცელებული ე.წ. სქრინების მიხედვით, პოსტში საუბარი იყო საქართველოზეც.

„საქართველოს შემოერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის ახლანდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - გურია და სამეგრელო შავიზღვისპირეთში და სვანეთის სამთავრო მთიან რეგიონში. ანუ, საქართველო ახლანდელი საზღვრებით შეიქმნა მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში“, – ეწერა პოსტში.

პოსტის ავტორი წერდა, რომ საქართველო რუსეთისკენ მიიწევდა, რადგან იცოდა, რომ ის მისი ერთადერთი მოკავშირე იყო და ახლა, ისტორია მეორედება: „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველოს ტერიტორია შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში“.

პოსტში ნათქვამი იყო, რომ „ნაციონალისტების ბანდებისგან კიევისა და პატარა რუსეთის მთელი ტერიტორიის განთავისუფლების“ შემდეგ რუსეთი „კვლავ ერთიანი გახდება“.

„ჩვენ დავიწყებთ შემდეგ კამპანიას, რათა აღვადგინოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრები, რომლებიც, მოგეხსენებათ, არსად მთავრდება“, – ვკითხულობდით პოსტში.

საქართველოს გარდა პოსტში ყაზახეთიც იყო ნახსენები. მას „ხელოვნურ სახელმწიფოდ“ და „რუსეთის ყოფილ ტერიტორიებად“ მოიხსენებდნენ. ნათქვამი იყო, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ასახლებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, რაც „შეიძლება რუსების გენოციდად შეფასდეს“.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე თვალის დახუჭვას. სანამ რუსები იქ არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“, – ნათქვამი იყო პოსტში.

Vkontakte-ში პოსტის წაშლის შემდეგ დიმიტრი მედვედევის ახალი განცხადება ან განმარტება არ გამოქვეყნებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]