weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში „სამუშაო ვიზიტით“ გაემგზავრა

15:31 სამშაბათი, 02 აგვისტო 2022

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში „სამუშაო ვიზიტით“ გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრეს-სამსახური ავრცელებს.

„რესპუბლიკის მეთაურს სამუშაო შეხვედრა ექნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკთან. შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის რესპუბლიკის სამინისტროებისა და დეპარტამენტების თანამშრომელთა ხელფასების და პენსიების გაზრდა“, – აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ალან გაგლოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დაიკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]