„რესპუბლიკის მეთაურს სამუშაო შეხვედრა ექნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკთან. შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის რესპუბლიკის სამინისტროებისა და დეპარტამენტების თანამშრომელთა ხელფასების და პენსიების გაზრდა“, – აცხადებენ პრეს-სამსახურში.
ალან გაგლოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დაიკავა.