weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ლელო“ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს

18:57 სამშაბათი, 02 აგვისტო 2022

პარტია „ლელო“ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს და აცხადებს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას დღეს, როდესაც დრამატულად გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ვიზიტორთა რაოდენობა.

„ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს. ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე“, – აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.

„ლელოში“ აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია აშშ კონგრესის სენატის მიერ გასულ კვირაში მიღებული რეზოლუცია, რომელიც „რუსეთს საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აცხადებს“.

„არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი: შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები); დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე - ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ; 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“, – განაცხადეს „ლელოში“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 და უკრაინის 19 585 მოქალაქე შემოვიდა.

2021 წლის ივნისთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 340%-ით გაიზარდა, ხოლო უკრაინელების 11%-ით შემცირდა.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობის 24-საათიან, განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა და მსუბუქი ავტომობილების ნაკადი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]