weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ზელენსკი: ოლენივკას ტერაქტი გადამწყვეტი უნდა იყოს რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის

11:26 ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ოლენივკაში მომხდარი თავდასხმა გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს მსოფლიოს ყველა ცივილიზებული სახელმწიფოსთვის, რომ რუსეთი ოფიციალურად აღიარონ „ტერორისტ სახელმწიფოდ“.

„კიდევ რა არის საჭირო ამისთვის? განა ეს საკმარისად სასტიკი და აშკარა ტერაქტი არ არის იმისათვის, რომ მსოფლიოს საკვანძო დედაქალაქებმა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ?“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატმა 28 ივლისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. რეზოლუციის მიხედვით, რუსეთს ასეთი სტატუსი უნდა მიენიჭოს ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში მისი ქმედებების გამო, რამაც უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ბავშვისა და ქალის სიკვდილი გამოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს, მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ.

„დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შესაძლოა გახდეს ამგვარი უპასუხისმგებლო ნაბიჯის ლოგიკური შედეგი“, – თქვა ზახაროვამ.

29 ივლისს ოლენივკას კოლონიაში 50 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. რუსეთი აცხადებს, რომ კოლონიაზე სარაკეტო შეტევა უკრაინამ განახორციელა. უკრაინის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ რუსეთის ძალებმა შენობაში აფეთქება მოაწყეს. ამასთან, უკრანული მხარე რეაგირებას ითხოვს გაეროსა და წითელი ჯვრისგან, რომლებიც აზოვსტალის ქარხნიდან გამოსული უკრაინელი მებრძოლების „სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტი“ იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]