weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთიდან შემოსულთა 90% რუსეთის პოლიტიკურ სისტემას არ ეთანხმება – პაპუაშვილი

17:49 ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022

„ბოლო კვლევებით, მათი 90%-ზე მეტი, ვინც აქ შემოდის, არიან ის ადამიანები, რომლებიც, მათ შორის, რუსეთის პოლიტიკურ სისტემას არ ეთანხმებიან. ესენი არიან ახალგაზრდები IT სექტორიდან, შემოქმედებითი სექტორებიდან, შეძლებული ახალგაზრდები, რომელთაც სურთ თავისუფლების გარემო, რომელიც ჩვენს სამშობლოშია... როდესაც ადამიანი ტოტალიტარიზმს საქართველოს არჩევს, ამით ის ხაზს უსვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში ის თავისუფლებაა, რომელიც მათ მოსწონთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, შემომსვლელთა რაოდენობის კუთხით ბოლო წლებში არაფერი შეცვლილა.

„2020-2021 წლების აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანემია იყო და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვინც ამ კამპანიას... ეს ხომ არ არის ახალი. მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ, სანამდე მიგვიყვანა: გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში და იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ.

ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია და მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართულია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს.

მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად იციან და კველევიც არსებობს, თუ ვაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდიან ჩვენთან. ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი. ძირითადად არიან IT სფეროდან, კულტურის სფეროდან, მენეჯმენტის სფეროდან. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, თავისუფლება, დემოკრატია, რომელიც ამ ქვეყანაში არის.

ეს კამპანიაც არის ნაწილი იმ ჰიბრიდული ომისა, რომელიც გულისხმობს, რომ თითქოს უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ტენდენციები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ შემოსული რუსების ნაწილი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციას არ აღიარებს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მეორე პრობლემაა, თუკი ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს საზღვრებზე „აზრის პოლიცია უნდა იდგეს და ხალხს გამოკითხვას უტარებდეს იმასთან დაკავშირებით, რა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა გემოვნება აქვთ“.

„საქართველოში შემოსვლას აქვს თავისი წესები. იქ რაიმე პოლიტიკური გემოვნების ცენზები არ არსებობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უახლესი კვლევის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია.

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა. ამავე კვლევის თანახმად, მარტ-ივნისში საქართველოში 6200-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13 500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]