weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენი ომის შემდეგ ამოქმედებული სავიზო პოლიტიკის ამ ომის გამო შეცვლა ირაციონალურია – კობახიძე

18:12 ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022

„ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით მოქმედებს, საქართველოში ამოქმედდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში. იმ პოლიტიკის, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ ომის გამო შეცვლა უბრალოდ ირაციონალურია. წინა ხელსიუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც დღემდე მოქმედებს რუსეთთან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით გუშინ კიდევ ერთხელ გამოვიდა პარტია „ლელო“, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა“. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 240 000 რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია.

„აქედან,საქართველოში დღეს მუდმივად იმყოფება სავარაუდოდ ამისი მეათედი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 1%-იც არ არის.

არასწორი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება რომ ტურისტებთან დაკავშირებით და მანაც აღნიშნა, რომ თითქოს რაღაც 10%-ია და ა.შ. რეალურად, მას რომ გავყოლოდით, და გახსოვთ კონკრეტულად ამ ადამიანის ომის რიტორიკა, მაშინ ნამდვილად გვეყოლებოდნენ რუსი „ტურისტები“, – განაცხადა კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]