weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

48 დეპუტატი „ოცნებას“ მიმართავს, აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანია შეწყვიტოს

15:59 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022
ერთ-ერთი ხელმომწერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ერთ-ერთი ხელმომწერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე

„ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ“, – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის 48 წარმომადგენელი.

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთა შორის „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები არ არიან, აღნიშნავენ, რომ აღიარებენ აშშ-ისა და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას საქართველოს განვითარებაში და ქართველი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი.

დეპუტატების განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კამპანია განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში - „თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას“. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული.

„ბიძინა ივანიშვილის, 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების“ ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან.

მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.

მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ, რაც მხოლოდ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის.

მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, „ქართული ოცნება“ მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას“, – აცხადებს 48 დეპუტატი.

ისინი „ქართული ოცნებას“ მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია“.

დეპუტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს: „ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი
  2. თეონა აქუბარდია - პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“
  3. დავით ბაქრაძე - დამოუკიდებელი დეპუტატი
  4. ანა ბუჩუკური - პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“
  5. ლევან ბეჟაშვილი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  6. თინათინ ბოკუჩავა - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  7. გიორგი ბოტკოველი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  8. გიორგი გოდაბრელიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  9. რომან გოცირიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  10. მიხეილ დაუშვილი - პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“)
  11. ხატია დეკანოიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  12. ლევან ვარშალომიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  13. გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“
  14. აბდულა ისმაილოვი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  15. შალვა კერესელიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“)
  16. მანუჩარ კვირკელია - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  17. ვახტანგ კიკაბიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  18. დავით კირკიტაძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  19. თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი
  20. ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“
  21. ნონა მამულაშვილი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  22. პაატა მანჯგალაძე - პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“
  23. ნიკა მაჭუტაძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  24. აკაკი მინაშვილი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  25. ალექსანდრე მოწერელია - პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“
  26. ტარიელ ნაკაიძე - დამოუკიდებელი დეპუტატი
  27. ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“
  28. კობა ნაყოფია - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  29. რამაზ ნიკოლაიშვილი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  30. კახაბერ ოქრიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“)
  31. სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“
  32. ხათუნა სამნიძე - პოლიტიკური პარტია „რესპუბლიკელები“
  33. გუბაზ სანიკიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  34. სულხან სიბაშვილი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  35. დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“
  36. ბაჩუკი ქარდავა - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  37. შალვა შავგულიძე - დამოუკიდებელი დეპუტატი
  38. თამარ ჩარკვიანი - პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“
  39. ცეზარი ჩოჩელი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  40. ნატო ჩხეიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  41. როსტომ ჩხეიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  42. ანა წითლიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  43. დავით ხაჯიშვილი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  44. ლევან ხაბეიშვილი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  45. ეკატერინე ხერხეულიძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  46. გიორგი ხოჯევანიშვილი - პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“
  47. დევი ჭანკოტაძე - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  48. თეიმურაზ ჯანაშია - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]