weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი გვექნება – კობახიძე რუსებისთვის ვიზების შემოღების მოთხოვნაზე

17:32 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022

„პირდაპირ ვიტყვი: ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტია „ლელოს“ ინიციატივის შესახებ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და სხვა შეზღუდვების დაწესებას ეხება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის.

„რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი ფეიკი ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც სრული ტყუილია. რეალურად, 1%-იც არ იქნება.

ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, ყველაფრიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული.

წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ დავაწესოთ შეზღუდვები, სანქციები და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ სამპუნქტიანი ინიციატივის მიხედვით, რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გუშინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3-ჯერ ნაკლებია. ამავე კვლევის თანახმად, იანვარ-ივნისში ქვეყანაში 6419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]