weather cur horoscope tv
აგვისტო 18, 2022

რუბლებში მომსახურება კანონით აკრძალულია და კანონის ფარგლებში იქნება რეაგირება – კობახიძე

12:27 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ „ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა აგორებული“ და რიგითი რუსის მიმართ ზიზღის გაღვივებას ცდილობენ.

„ეს არის სამარცხვინო ქმედება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდა იმისა, რომ ერთადერთი მიზანი, რასაც ეს ემსახურება, არის ომისკენ უბიძგონ ქვეყანას. ეს არის სამარცხვინო. ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ არის კაფეები, სადაც საერთოდ არ საუბრობენ ქართულად და კლიენტებს მომსახურებას რუბლებში უწევენ და თუ ამაზე ადამიანებს აგრესია აქვთ, ამისთვის არ სჭირდებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მითითება ან კამპანიის აგორება. კითხვას, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მათ უნდა ეუბნებოდეს თუ არა, რომ ეს ქსენოფობიაა და სირცხვილია, კობახიძემ უპასუხა:

„რაც შეეხება რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული და ბუნებრივია, კანონის ფარგლებში იქნება ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაზე რეაგირება. რაც შეეხბა იმას, რომ ვიღაც ერთ ენაზე საუბრობს და ვიღაც - მეორეზე, ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა...

ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უზოგადეს პრინციპებს: ადამიანი უფლებებს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართალს და ყველაფერს. ადამიანურად მოგიწოდებთ, ნუ გახდებით ამ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიის ნაწილი“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ „ასეთი ქსენოფობიური კამპანია სხვა ქვეყნებში არ არის გაშლილი“.

 

ამ თემაზე:

კობახიძის თქმით, ივლისის ბოლოს საქართველოში რუსეთის დაახლოებით 110 ათასი მოქალაქე იყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]