weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული, ალბათ, ისტორიაში – რიჟვაძე

15:07 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

რუსი ტურისტების ნაკადის ზრდის შესახებ გამოთქმულ უკმაყოფილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქვეყნის მტრები“ ტურისტული სეზონის ჩაშლის მიზნით მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ. რიჟვაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ „პროვოკაციები“ თავიდან აიცილონ.

„მსურს მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, ვინაიდან როგორც ეკონომიკა, ისე ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას.

რა თქმა უნდა, ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიმართულია და მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იყოს თავიდან აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული, ალბათ, ისტორიაში“, – განაცხადა რიჟვაძემ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 110 ათასზე ნაკლები რუსეთის მოქალაქე ფიქსირდება, რომელთა დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ „ჰომოფობიური და შოვინისტური კამპანია“ მიმდინარეობს, ხოლო ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან ერთადერთი მიზანი დგას - „რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]