weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არაერთხელ ვცადეთ, რომ ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო უკრაინელ ძმებთან – ბურჭულაძე

13:41 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის მოწოდებას, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი შეცვალონ.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან“, – აღნიშნა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან.

მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ.

„ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – თქვა პოდოლიაკმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან უცნაური ურთიერთობა აქვთ.

„ვიცი, რომ რუსეთთან გარკვეული ურთიერთობები არსებობს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეეძლოთ უფრო ნეიტრალური პოზიცია აერჩიათ. მათთვის ეს უფრო მომგებიანი იქნებოდა. საქართველოს მთავრობამ კი ყოვლად მიუღებელი პოზიცია აირჩია, რომელსაც არანაირი ღირებული კრიტერიუმები არ გააჩნია. ეს ეხება მთავრობას და არა ქართველ ერს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ინტერვიუში მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ფიქრობს, აუცილებელია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]