გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, კანცლერმა ევროკავშირს ფუნდამენტური რეფორმების გატარებისა და ახალი წევრების მისაღებად მომზადებიკენ მოუწოდა.
„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და პერსპექტივაში საქართველო ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდნენ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
როგორც მან აღნიშნა, გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია: „ამ დღეებში ხელახლა ჩნდება კითხვა, სად გავა ამიერიდან გამყოფი ხაზი თავისუფალ ევროპასა და ნეოიმპერიალისტურ ავტოკრატიას შორის“.
ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირის გაფართოებისთვის აუცილებელია კარდინალური ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, ევროპარლამენტისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემის რეფორმა საგარეო და საგადასახადო პოლიტიკის სფეროში. კანცლრის თქმით, ის მხარს დაუჭერს გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების პრინციპის გაუქმებას.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში და უახლოეს კვირებში მიაწვდის თანამედროვე იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და დრონებს.