ელექტრონული ტენდერი „ჯიპის“ შესყიდვისათვის შუახევის გამგეობამ 2017 წლის 11 სექტემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 17 სექტემბერს დაიწყო და 19 სექტემბერს, 12:30 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს ახალი (არანაკლებ 2015 წელს გამოშვებული), უავარიო და განბაჟებული.
შუახევის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს დღეისათვის 6 ავტომანქანა ემსახურება: 1 „ტოიოტა ფორტუნერი“, 1 „ტოიოტა პრადო“, 1 „ნისან ნავარა“ და 3 „მიცუბიში“. ავტომანქანების უმეტესობა 2009-2011 წლებშია გამოშვებული.
მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ტარიელ ებრალიძე თანამდებობას მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. „ქართული ოცნების“ მიერ შუახევის მერობის კანდიდატად ფრიდონ ფუტკარაძეა წარდგენილი.