weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუახევის გამგეობა ახალ „ჯიპს“ ყიდულობს

15:59 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

შუახევის გამგეობამ მაღალი გამავლობის 1 ახალი ავტომანქანის ყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. „ჯიპის“ შესაძენად ბიუჯეტიდან 21 000 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერი „ჯიპის“ შესყიდვისათვის შუახევის გამგეობამ 2017 წლის 11 სექტემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 17 სექტემბერს დაიწყო და 19 სექტემბერს, 12:30 საათზე დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს ახალი (არანაკლებ 2015 წელს გამოშვებული), უავარიო და განბაჟებული. 

შუახევის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს დღეისათვის 6 ავტომანქანა ემსახურება: 1 „ტოიოტა ფორტუნერი“, 1 „ტოიოტა პრადო“, 1 „ნისან ნავარა“ და 3 „მიცუბიში“. ავტომანქანების უმეტესობა 2009-2011 წლებშია გამოშვებული.   

მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ტარიელ ებრალიძე თანამდებობას მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. „ქართული ოცნების“ მიერ შუახევის მერობის კანდიდატად ფრიდონ ფუტკარაძეა წარდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]