weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

კალაძე: ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს „თბილისობა“

17:35 ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2022

თბილისის მერის განცხადებით, „თბილისობა“, რომელიც წელს 1-2 ოქტომბერს გაიმართება, იქნება „ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით“.

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ დააანონსა, რომ „თბილისობის“ ღონისძიებები ტრადიციულად გაიმართება რიყესა და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.

„ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები, კონცერტები მთელი დღის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – თქვა თბილისის მერმა.

მერია ორდღიანი „თბილისობისთვის“ 3 050 000 ლარის დახარჯვას აპირებს და მომსახურებების გამარტივებული წესით შესყიდვას ითხოვს.

„ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ყოველწლიური თანმდევი პროცესია საახალწლო ღონისძიებების, „თბილისობის“ და სხვადასხვა ღონისძიების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. ეს ადამიანები ყოველდღიურად სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული. სიძულვილის ენა მათი ყოველდღიური თემა გახდა, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება „თბილისობას“, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს უმაღლეს დონეზე, დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები და ჩამოსული სტუმრები ძალიან დიდი სიამოვნებას მიიღებენ ღონისძიებებით და „თბილისობის“ დღესასწაულის დღეებით. ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს „თბილისობა“ და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს“, – თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიამ კალაძის კომენტარი გაავრცელა. ის ამბობს, რომ მასშტაბურ ღონისძიებას თანხები სჭირდება:„ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარი გვაქვს კონცერტებზე და შემოქმედებით ღონისძიებებზე, მასზე წინასწარ ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია“.

„თბილისობა 2022“-ის სავარაუდო ბიუჯეტი ასეთია: საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება - 780 000 ლარი; თემატური ინსტალაციები და დეკორაციები - 2 190 000 ლარი; ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო, მათ შორის მერიის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ინვენტარის აღდგენა-რესტავრაცია, ღონისძიების ადგილზე განთავსება, მონტაჟი-დემონტაჟი - 80 000 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]