weather cur horoscope tv
ოქტომბერი 12, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პრეზიდენტი მოსმენებზე: საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ

10:26 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022

„ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ. მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ - ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ დაადო ვეტო ე.წ. მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. მისი თქმით, სწორედ მოსმენებზე „გადის გამყოფი ხაზი - ჩვენ კიდევ საბჭოთა მემკვიდრეობაში ვართ, თუ მართლაც ევროპულ სისტემაში გადავდივართ, ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან დაცულია, თუ არ არის დაცული“.

„ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ. სწორედ, ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი, რომ მოსმენების ამ ფორმით გაფართოება - შეიძლება იყოს რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო მიღებული ეს ცვლილებები - არა დასაბუთებული, აჩქარებული წესით, არა ინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული ამ კონსულტაციებში - ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის კიდევ და მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები გახდეს კიდევ ერთხელ, როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული, ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი.

ეს არ შეიძლება, არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ვაცხადებთ, რომ მივდივართ ამ რამდენიმე თვეში იმისათვის და იმისკენ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

კანდიდატის სტატუსი კიდევ ცოტა აბსტრაქტული ჩანს. ევროპისკენ თუ მივდივართ, უნდა წავიდეთ, თუ არ მივდივართ, მაშინ უნდა ითქვას ეს და ვეტო ამის მთქმელი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, საითკენ ვართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ ვეტოს საფუძვლები ვენეციის კომისიამ გაიზიარა. მან გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც კომისიის დასკვნას სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებენ.

„თუ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მე მგონი, ცოტა არ იყოს, უხერხულია ზოგ-ზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას, მითუმეტეს, ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ ვენეციის კომისიების დასკვნებს იშველიებდნენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნით მოამზადა და 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. 14-გვერდიანი დოკუმენტი ეხება ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 7 ივნისს მიიღო, თუმცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს არა მხოლოდ ეს კანონპროექტი, არამედ  მთლიანად ფარული თვალთვალის ზედამხედველობის საკანონმდებლო ჩარჩო. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციებიც აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

 

ამ თემაზე:

პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ – ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]