weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატი შეცვალა

18:38 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017
„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატი შეცვალა ფოტო © რადიო "მარნეული"

პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად მონაწილეობას თემურ აბაზოვი მიიღებს. მან ამირან გიორგაძე ჩაანაცვლა, რომელიც პარტიამ მერობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა.

ამირან გიორგაძეს საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდა და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა. მარნეულში გაკრულია მისი საარჩევნო პლაკატებიც.

სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, კანდიდატის შეცვლის შესახებ ამირან გიორგაძემ ჟურნალისტებისგან შეიტყო.

რას შეეხება თეიმურ აბაზოვს, ის ამ დროისთვის აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]