weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი აბაზოვი იქნება, სიის პირველი ნომერი – გიორგაძე

12:40 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

მარნეულში „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი თეიმურაზ აბაზოვი იქნება, ამირან გიორგაძე კი პარტიული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი და დემოკრატიაა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ პარტიაშიც. გარკვეულ გადანაცვლებაზეა აქ საუბარი. ჩვენ მარნეულში ორი ძალიან ძლიერი კანდიდატი გვყავს. ერთ–ერთზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ყოფილიყო პარტიული სიის პირველი ნომერი და შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მეორე მათგანი კი მერობის კანდიდატი. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენს აქტივისტებს, ჩვენს მომხრეებს სურდათ განმარტებების მოსმენა, ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში ცვლილების შესახებ, მათ მიიღეს ეს არგუმენტები. მსგავსი გადაწყვეტილებები ადრეც ყოფილა, წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ამას არ გამოუწვევია რაიმე გაუგებრობა. გადაწყვეტილება ხშირად არის იმის სასარგებლოდ, რომ კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს პარტიამ კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მდინარაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აბაზოვს მმართველ გუნდთან რეკომენდაციას აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ უწევს.

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც გიორგაძეს წინასაარჩევნო კამპანია უკვე რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა და ქალაქშიც მისი სარეკლამო ბილბორდები იყო განთავსებული. გიორგაძემ ჩანაცვლების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.

პარტიის გადაწყვეტილებამ გიორგაძის მხარდამჭერებისა და საარჩევნო შტაბის წევრების პროტესტი გამოიწვია. ისინი ჯერ მარნეულში შეიკრიბნენ, შემდეგ კი თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც შეხვედრა შედგა პარტიის ლიდერებთან. შეხვედრის შემდეგ გიორგაძის მხარდამჭერებს კომენტარი აღარ გაუკეთებიათ.

ამირან გიორგაძე 2014 წლის 14 ივლისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ამავე პარტიის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1992 – 2005 წლებში მუშაობდა მარნეულის პოლიციაში სხვადასხვა პოზიციაზე.

სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, თეიმურაზ აბაზოვი შსს-ს თანამშრომელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]