weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი გორის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

11:44 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ, გორში მერობისა  და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს. მერობის კანდიდატი, გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი იქნება, ხოლო საკრებულოს სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანიტაშვილი.

„დღეიდან, 21 ოქტომბრამდე, „შენების მოძრაობა“ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გორის რაიონის მართვაზე. მოხარული ვართ, რომ „შენების მოძრაობას“ შემოუერთდნენ  გორელებისთვის ნაცნობი, საქმეში გამობრძმედილი ადამიანები. ჩვენი მოძრაობის მერობის კანდიდატი იქნება დავით ონიაშვილი, კაცი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა გორის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადამიანი, რომელიც პირველი დღიდან იყო პრინციპული, ხალხის მიერ არჩეული გამგებელი. მას სწორედ ამ პრინციპულობას ვერ პატიობდნენ ამ ხნის მანძილზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამომრჩევლებს მიმართა გორის მერობის კანდიდატმა დავით ონიაშვილმაც.

„მინდა მოვუწოდო გორის მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი აქტივობა და დააფიქსირონ თავისი პოზიცია. დღეს, სწორედ ეს ადამიანები ვერთიანდებით, რათა, გორის მუნიციპალიტეტის წინსვლას და განვითარებას შევუწყოთ ხელი. ჩემი გამგებლობის პერიოდში დავიწყეთ უამრავი ისეთი პროექტი, რომელიც ეხება ჩვენ მომავალ თაობას. თუ მათ ღირსეული განათლება არ მივეცით, მომავალი იქნება ბუნდოვანი. დღეს, ბევრი გორელი ახალგაზრდა იღებს განათლებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება სწორედ ახალგაზრდობაა“ - განაცხადა დავით ონიაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]