მალხაზ ბუკია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფოთში საკრებულოს წევრობის რეგისტრირებული კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაცია ედებათ.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე - 3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
მალხაზ ბუკია 1999-2000 წლებში მუშაობდა „აგრომრეწვბანკის“ ფოთის ფილიალის დირექტორის მოადგილედ, 2002-2006 წლებში იყო ქალაქ ფოთის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2012-2013 წლებში შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ -განყოფილების უფროსი.