weather cur horoscope tv
აგვისტო 19, 2022

ფოთში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დააკავეს

12:17 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფოთის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „პატრიოტები უკეთესი მომავლისათვის“ თავმჯდომარე მალხაზ ბუკია და მასთან ერთად კიდევ სამი პირი დააკავა.

მალხაზ ბუკია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფოთში საკრებულოს წევრობის რეგისტრირებული კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაცია ედებათ.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე - 3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

მალხაზ ბუკია 1999-2000 წლებში მუშაობდა „აგრომრეწვბანკის“ ფოთის ფილიალის დირექტორის მოადგილედ, 2002-2006 წლებში იყო ქალაქ ფოთის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2012-2013 წლებში შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ -განყოფილების უფროსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]