weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ქონებრივ დეკლარაციებს არასწორად ავსებს

14:42 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე ოთხივე ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ დაბადებულია 2014 წლის 7 იანვარს, ხელფასს კი კუთვნილზე 2,3-ჯერ ნაკლებს იღებს. წინა სამ დეკლარაციაში იგი წერდა, რომ ასევე 2014 წელს დაიბადნენ მისი დედა, მეუღლე და ორი შვილი.

ამგვარ მონაცემებს ჯუმბერ ბერიძე 2014, 2015 და 2016 წლებში წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა. 2017 წლის დეკლარაციაში მან დედის, მეუღლისა და შვილების დემოგრაფიული მონაცემები შეასწორა, თუმცა თავისი დაბადების თარიღად კვლავ 2014 წლის 7 იანვარი ჩაწერა.

გარდა ამისა, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ყველა დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ ხელფასის სახით წელიწადში 13 700 ლარს იღებს, თუმცა სინამდვილეში მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა თვეში 2650 ლარია, ანუ წლის განმავლობაში - 31 800 ლარი.  

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების ჩაწერა იწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. როგორც ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიუროს ჯუმბერ ბერიძისთვის დეკლარაციაში დაშვებულ უზუსტობებზე არც შენიშვნა მიუცია და არც ადმინისტრაციული სახდელი დაუკისრებია.

ხელვაჩაურის საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჯუმბერ ბერიძე 1955 წლის 7 იანვარს არის დაბადებული. პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი და იურისტია. უმაღლესი განათლება მან ჯერ უცხო ენების პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

ჯუმბერ ბერიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის დეკემბერში აირჩიეს, ამ თანამდებობაზე არჩევამდე კი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. 1981 – 2006 წლებში მას ბათუმისა და სარფის საბაჟოებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]