weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი სესიაშვილის განმარტება – მიწის ნაკვეთები კანონის დაცვით ვიყიდე

13:27 შაბათი, 23 სექტემბერი 2017

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებში უკონკურენტოდ გამარჯვებასთან და მიწის ნაკვეთების შეძენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„ყოველგვარი კანონის დაცვით, ელექტრონულად მივმართე მერიას, რომელმაც ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და შევიძინე ჩემი ნაკვეთის მარჯვნივ და მარცხნივ არსებული მიწის ნაკვეთები. ფასი განსაზღვრულია შესაბამისი ზონებით და არანაირი განსხვავებული ფასი არ გადამიხდია. მეტიც, ეს ყველაფერი ელექტრონული აუქციონის წესით ჩატარდა და ვისაც ესმის, აქ რაიმე მანიპულირება წარმოუდგენელია.

რატომ არ მყავდა კონკურენტი? ელემენტარულია – ორ ნაკვეთს შორის 3 და 6 მეტრის და 50 მეტრი სიგრძის მიწის ნაკვეთი არავის სჭირდება გარდა მომიჯნავე მეპატრონეებისა.

და ბოლოს, თუ ვინმეს აინტერესებს რა ფულით ვაშენებ სახლს, მე გავყიდე ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა თბილისში, სადაც ვცხოვრობდი 43 წელი და მთელი ოჯახით გადმოვედი ამ ადგილას, რამდენადაც არსებულ სახლში ვერ ვთავსდებოდით, დავიწყეთ ახალი სახლის მშენებლობა იმ თანხით. სახლი მთლიანად სარემონტოა. მხოლოდ გარე ფასადის ნაწილია დასრულებული“, – აცხადებს სესიაშვილი.

თბილისის მერიის აუქციონებში ირაკლი სესიაშვილის უკონკურენტოდ გამარჯვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ 21 სექტემბერს გაავრცელა. ირაკლი სესიაშვილმა საბურთალოზე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი 30 694 ლარად იყიდა. აქედან ერთი ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული.

სესიაშვილმა მიწის ნაკვეთები იმაზე ბევრად იაფად შეიძინა, ვიდრე რეალურად ღირს. თბილისის მერიაში განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთების ღირებულება აუდიტორმა კანონის მიხედვით შეაფასა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]