weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თავის ხელფასს მე მირიცხავდა“

14:18 შაბათი, 23 სექტემბერი 2017
„ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თავის ხელფასს მე მირიცხავდა“ ფოტო © newpress.ge

ქუთაისის საკრებულოს წევრი ტარიელ მეტონიძე აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია, რომელიც ყოველთვიურად იღებს დანამატს ხელფასის ოდენობით, თანხის ნაწილს მას ურიცხავდა.

„არის საკრებულოში ასე, რომ ვინმე უნდა იყოს უხელფასო დეპუტატი და მე მარგუნა ეს ბედმა, მაგრამ ნიკა ლატარიამ მითხრა, მე არ გაგრძნობინებ შენ უხელფასობასო და პირველივე დღიდან საკუთარ ხელფასს მირიცხავს“.

მეტონიძის კომენტარს „ქუთაისიპოსტი“ ციტირებს. საკრებულოს წევრმა და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა ბრიფინგი გამართეს ნიკოლოზ ლატარიას შემოსავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ნიკა ლატარაიამ მთხოვა არ მესაუბრა ამაზე, მაგრამ მე მისი მეგობარი ვარ და თავს ვალდებულად ვთვლი, ამაზე ვისაუბრო, რადგან ასეთი რამ დაბრალდა ნიკა ლატარიას. მე ვარ უხელფასო დეპუტატი, ვცხოვრობ ქირით და ჩემ შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში ნიკა ლატარია თავის ხელფასს მირიცხავდა, ისე რომ, ამაზე არსად საუბრობდა. უხერხულია, ასეთ ადამიანს დააბრალო მევახშეობა. ასეთ ადამიანებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, გულს არ ვტკენდეთ და ქველმოქმედების სურვილს არ ვუკარგავდეთ“, – აღნიშნა ტარიელ მეტონიძემ.

დავით დვალის განცხადებით, ნიკა ლატარია არის თავმდაბალი ადამიანი და მან არ ისურვა თავის საქმიანობასა და ქველმოქმედებაზე საუბარი.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა ლატარია 3 წლის განმავლობაში იღებდა დანამატს, არის ტყუილი, რადგან ლატარიას ჯამში მიღებული აქვს დანამატი 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული დანამატი გაიცემოდა ქველმოქმედებისთვის, რასაც ადასტურებს დეკლარაცია. ნიკა ლატარიას საკუთარი ხელფასიდან და დანამატიდან ერთი თეთრი არ წაუღია სახლში“, – ციტირებს ინტერნეტგამოცემა newpress დავით დვალის კომენტარს.

მისივე თქმით, ლატარია დანამატს დამსახურებულად იღებდა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარდა, სხვა ფუნქციებსაც ითავსებდა, კერძოდ, აქტიურად  მუშაობდა საკრებულოს კომისიებში.

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია ყოველთვიურად იღებს დანამატს ხელფასის ოდენობით - 2 150 ლარს, რის შედეგადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მან გაორმაგებული ანაზღაურება - 101 863 ლარი მიიღო. ნიკოლოზ ლატარია და მისი მეუღლე პროცენტიან სესხებს გასცემენ, - ასეთი სესხებიდან მათ 167 203 ლარის ოდენობით სარგებელი მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]