weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი თქვა

17:06 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უარი თქვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე და ბოლო მოსმენით უნდა დაამტკიცონ.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის კი პირველია ის, რომ არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი, შედეგად ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსაც კი და შესაბამისად ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ეს პრეზიდენტის პოლიტიკური აქტია და კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თავადაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ.

26 სექტემბერს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტს პარლამეტის თავმჯდომარემ მიმართა. გიორგი მარგველაშვილის უარყოფითი პასუხის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა 26 სექტემბერს მაინც შეიკრიბება. კობახიძის თქმით, პეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის არდანიშვნით კონსტიტუცია დაარღვია და პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

კონსტიტუციის კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]