„პლაკატიც ვერ „დაკიდენ“, - წერს თევდორაძე. მისი ინფორმაციით, ფოტოები კახიანოურის ტერიტორიულ ერთეულშია გადაღებული.
ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის განცხადებით, პლაკატების უკუღმა გაკვრა ოპოზიციური პარტიის მხრიდან „უსუსური და სასაცილო“ პროვოკაციაა.
„აშკარაა, ჩვენი ოპონენტები ისევ განაგრძობენ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალოგიკურ და უსუსურ თამაშებს. რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახლა ფოტოების პირუკუ დაკიდება მოიფიქრეს. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც უსუსური და სასაცილოა“, - განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ლატარიამ.