weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდის მერმა ბიზნესიდან 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

18:06 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ 2016 წელს შპს „ზუგპეტროლსა“ და შპს „ოილ პრო“-ში საკუთარი ბიზნესწილებიდან 100 862 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო. ირაკლი გოგოხია 7 კერძო კომპანიის მეწილეა.

ირაკლი გოგოხია ქალაქ ზუგდიდის მერად 2014 წელს იქნა არჩეული. მანამდე იგი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა, თუმცა ეს საქმიანობა საჯარო თანამდებობის დაკავების შემდეგაც არ შეუწყვეტია. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი გოგოხიამ 2016 წლის განმავლობაში შპს „ზუგპეტროლი“-დან, სადაც კაპიტალის 1/3-ს ფლობს, მიიღო 60 297 ლარის შემოსავალი, ხოლო შპს „ოილ პრო“-დან, რომელშიც იგი 50 % წილის მფლობელია, - 40 565 ლარი. ქალაქის მერის თანამდებობაზე მისი ანაზღაურება კი იმავე პერიოდში 38 690 ლარი იყო, საიდანაც 5 690 ლარი პრემიის თანხაა. 

წინა წლებში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ირაკლი გოგოხიას ბიზნესიდან შემოსავალი 2014 წელს 80 660 ლარი იყო, 2015 წელს კი 85 710 ლარი შეადგინა. 

დღეისათვის, ირაკლი გოგოხია კიდევ 5 საწარმოში ფლობს წილებს: შპს „იმედი-2“, შპს „ოილ პრო ჯგუფი“, შპს „უნივერსალი XXI“, შპს „ჯიპსი“ და შპს „ვიქტორია 2012“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]