weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილედ აღარ იმუშავებს

12:18 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017
ფოტოზე ნინო ლომჯარია ფოტოზე ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა სამი მოადგილიდან თანამშრომლობა სავარაუდოდ მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილთან გააგრძელა.

„უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე შემიწყდა. დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ არ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. გათავისუფლების მიზეზი არ ყოფილა დასახელებული. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთი ძველი მოადგილე. ახალ მოადგილეების შესახებ ინფორმაცია დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „კურიერთან“.

ნინო ლომჯარია ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილე 2016 წლის ნოემბრიდან იყო. 2017 წლის ივლისიდან კი, მას შემდეგ რაც თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ის გენერალური აუდტიტორის მოვალეობას ასრულებდა.

ნინო ლომჯარიას გარდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობას აღარ გააგრძელებს დევი ვეფხვაძეც.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა 14 სექტემბერს დაამტკიცა. ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]