weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

01:11 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალს, მის მოადგილე ბექა ყანჩელს და მძღოლს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა მათ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" დირექტორის სულხან ქობულაძის ცემაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 2015 წლის 1-ელ ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს, რომელიც სულხან ქობულაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს მოჰყვა, სადაც მან საკრებულოს თავმჯდომარეს "ყვარყვარე" უწოდა.

"საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დამიკავშირდა და ქალაქის ცენტრში შეხვედრა მთხოვა. ერთი-ერთზე უნდოდა შეხვედრა, მაგრამ კიდევ ოთხი ადამიანი დამახვედრა. დაუზოგავად მცემეს. ამაზე საქმე აღიძრა, რომელიც ორი წელი თაროზე იყო შემოდებული. მიმაჩნია, რომ ძალიან მსუბუქი მუხლით არის საქმე აღძრული, რადგან ეს იყო გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. უძლური ვიყავი ოთხი ადამიანის წინაშე და ვცდილობდი კიდეც გადმოვმხტარიყავი მანქანიდან, მაგრამ უფლება არ მომცეს. შევეცდები, სასამართლოში დავამტკიცო, რომ ეს იყო გატაცება ", - ამბობს სულხან ქობულაძე.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 9 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლიდან მუშაობს. ამავე წლიდან არის მისი მოადგილე ბექა ყანჩელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]