weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერში 4 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო

11:14 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წლის სექტემბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 4 560 667 ლარის შემოწირულობები მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა - 4 033 485 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 335 964 ლარით, ხოლო მესამე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 36 136 ლარის შემოწირულობით.

29 882 ლარი მიიღო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“; 29 300 ლარი - „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“; 23 270 ლარი - „ეროვნულმა ფორუმმა“; 17 098 - დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ“.

სექტემბერში დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჯამში მიღებულია 44 212 ლარი, საიდანაც გულო ზუმბაძე და ალექსანდრე ელისაშვილი ლიდერობენ 15 500 და 15 146 ლარებით.

სექტემბერში განხორციელებული შემოწირულებებიდან მნიშვნელოვანი წილი უკავია იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულებებს (1,403,751 ლარი), რომელიც ძირითადად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ჯამში ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოწირულების 35% იურიდიული პირების მიერ იქნა განხორციელებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]