weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირს, რომელიც თელავში ევროპული საქართველოს წევრს დაემუქრა, სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა – შსს

17:05 კვირა, 08 ოქტომბერი 2017

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, დღეს პარტიის თელავის ოფისში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა, რომელმაც აქტივისტებს მოუწოდა, რომ თუ თავს არ დაანებებდნენ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას, საქმე იარაღთან ექნებოდათ.

„იქ მყოფმა ადამიანებმა დააფიქსირეს, თუ რა ავტომობილით იყო ეს ადამიანი მისული, ცნობილია ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი და შეუძლიათ მისი ამოცნობა. ამ დანაშაულის გახსნა ხელისუფლებისთვის რამდენიმე საათის საქმეა და მოვუწოდებთ, რომ ეს პირი მკაცრად დაისაჯოს. „ქართულ ოცნებას“ არანაირი გზავნილი არა აქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, სიღარიბესთან, დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით, მათი გზავნილი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის დაშინება, იძულება, რომ ადამიანებმა მათ სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ასევე დაშინება, რომ არ მოვიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ შეიარაღებული პირი თელავში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან პარტიის ერთ–ერთ წევრს იარაღით დაემუქრა. „ოფისში შევარდნასთან დაკავშირებით ჩვენთვის არ უცნობებიათ. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მაშინვე გავიდა. მომხდარიდან 15 წუთში, პირი, რომელსაც მუქარაში ადანაშაულებდნენ, სამართალდამცავებმა შეაჩერეს და გაჩხრიკეს. ის ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჩხრეკის შედეგად პლასტმასის სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით არის დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს“, – განაცხადეს შსს–ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]