ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილი, თელავი-ახმეტისა და გურჯაანის მაჟორიტარები პარლამენტში, გელა სამხარაული და დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.
„კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვიცი რომ, თითოეული საკითხის გადაჭრას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. „ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის მიზანი მკაფიოა - ოთხი წლის შემდეგ გურჯაანი იქნება ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული მუნიციპალიტეტი“, - განუცხადა ამომრჩეველს არჩილ ხანმადაშვილმა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მერია, რომელსაც ის უხელმძღვანელებს, იქნება საქმეზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, ოპერატიული და გულისხმიერი.
„ჩვენ ვიქნებით ყოველთვის თქვენ გვერდით. თქვენ იცით, რომ გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, ცენტრალური მაგისტრალების საკითხი მოგვარებულია. გურჯაანის შემოვლითი გზა, ბაკურციხე-გურჯაანი-თელავის შემაერთებელი ახალი გზები, თბილისი-ბაკურციხის ჩქაროსნული მაგისტრალი, ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, შიდა საუბნო გზები ჯერ კიდევ საჭიროებს მოწესრიგებას. სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა. ჩვენ თითოეული გურჯაანელის დახმარება, მათი გვერდში დგომა გვჭირდება“, - მიმართა მხარდამჭერებს არჩილ ხანმადაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია [R]