weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გურჯაანში „ქართული ოცნების“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

12:34 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

გურჯაანში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, არჩილ ხანდამაშვილისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილი, თელავი-ახმეტისა და გურჯაანის მაჟორიტარები პარლამენტში, გელა სამხარაული და დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.

„კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვიცი რომ, თითოეული საკითხის გადაჭრას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. „ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის მიზანი მკაფიოა - ოთხი წლის შემდეგ გურჯაანი იქნება ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული მუნიციპალიტეტი“, - განუცხადა ამომრჩეველს არჩილ ხანმადაშვილმა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მერია, რომელსაც ის უხელმძღვანელებს, იქნება საქმეზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, ოპერატიული და გულისხმიერი.

„ჩვენ ვიქნებით ყოველთვის თქვენ გვერდით. თქვენ იცით, რომ გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, ცენტრალური მაგისტრალების საკითხი მოგვარებულია. გურჯაანის შემოვლითი გზა, ბაკურციხე-გურჯაანი-თელავის შემაერთებელი ახალი გზები, თბილისი-ბაკურციხის ჩქაროსნული მაგისტრალი, ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, შიდა საუბნო გზები ჯერ კიდევ საჭიროებს მოწესრიგებას. სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა. ჩვენ თითოეული გურჯაანელის დახმარება, მათი გვერდში დგომა გვჭირდება“, - მიმართა მხარდამჭერებს არჩილ ხანმადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]