weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის მაჟორიტარობის კანდიდატზე მუქარაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა

17:28 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

თელავში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ეჟიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურორის მიერ დასაბუთებულია გირაოს გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ ის, რომ ბრალდებულმა არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული და არ გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის გზით.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, 8 ოქტომბერს შეიარაღებული პირი თელავში ნოდარ ეჟიშვილს იარაღით დაემუქრა.

„პარტიის ოფისთან ხმამაღალი შეძახილი იყო. ნოდარ ეჟიშვილი შეეცადა გაერკვია ვისი მიმართულებით იყო ეს შეძახილი. როდესაც გარეთ გავიდა, ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა საჭესთან და უთხრა, რომ მას ეძახდა. ამის შემდეგ მან იარაღი ამოიღო და უთხრა „აი, ამას დაელაპარაკებიო“. ნოდარმა იფიქრა, რომ ამ ყველაფერს  ტელეფონით გადაიღებდა და პარტიის ოფისში შებრუნდა, რის შემდეგაც ავტომობილმა იქაურობა დატოვა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა მენთეშაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელსაც მუქარაში ადანაშაულებდნენ, სამართალდამცავებმა შეაჩერეს და გაჩხრიკეს. ის ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჩხრეკის შედეგად პლასტმასის სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

„ევროპულმა საქართველომ“ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა.

თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]