weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რწმენის თავისუფლების საბაბით ტერორისტულ ორგანიზაციებში 200 ადამიანი წავიდა - კობახიძე

18:08 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

„რწმენის თავისუფლება საქართველოში, კონკრეტულ კუთხეებში გამოიყენებოდა საბაბად იმისათვის, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება მომხდარიყო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნები განიხილებოდა.

„პირადად მქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან და ისინი შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას დოკუმენტის ტექსტში. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა რამე წერია ევროპულ კონვენციაში, ამის გამო არის მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა, თორემ ზოგადად იმ მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეიძლება იყოს საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის, ამ მიდგომას ისინი ზოგადად ემხრობიან და მხარს უჭერენ. ამიტომ ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე უკვე ახალი რედაქცია, როგორც დაანონსდა ჩვენი მხრიდან, აისახება იმ დოკუმენტში, რომლის ინიცირებაც მოხდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია გარკვეული საკითხები, კერძოდ ის, რომ ქვეყნის კონკრეტულ კუთხეებში რწმენის თავისუფლება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანთა რეკრუტირების საბაბად გამოიყენებოდა.

„200 ასეთი ადამიანის რეკრუტირება მოხდა სწორედ რწმენის თავისუფლების საბაბით. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი აისახა კონსტიტუციის შესაბამის მუხლში. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ განვავრცოთ კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია იმ მუხლის, რომელიც ეხება რწმენის თავისუფლებას“, - განაცხადა კობახიძემ.

შენიშვნა კონსტიტუციური კანონპროექტის მე-16 მუხლზე, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებების საკითხების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმაა, პრეზიდენტს ჰქონდა. პრეზიდენტის შეთავაზების თანახმად, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიდებს შემდეგი რედაქციით: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადობერივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

პარლამენტის მიერ მიღებულ ვარიანტში კი რწმენის თავისუფლების შეზღუდვა ასევე დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების და მართლმსაჯულების განხორციელების მიზნითაც.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები არ გაითვალისწინა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]