მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა.
„ჩვენს მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განავითაროს. ფერმერებს უნდა მივცეთ საშუალება, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება მეტი შრომა, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ჩვენი მთავარი ამოცანა იმ სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების ფერმერებამდე მიტანაა, რომლის გამოყენებითაც ისინი მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღებენ სასურველ შედეგს“, - განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.
არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია [R]