weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თეთრიწყაროში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს

17:01 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ პარტიული სია გაუქმდა, რადგან ყველა კანდიდატმა განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.

არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ამავე პარტიის მერობის კანდიდატმაც და საკუთარი განცხადების საფუძველზე მოიხსნა რეგისტრაციიდან.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, კანდიდატებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრებას საზღვარგარეთ.

„აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების უეცარი და ჯგუფური გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე აჩენს ეჭვებს კანდიდატების გულწრფელობასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ კანდიდატურების მოხსნას წინ არ უძღოდა რაიმე განმარტება გარდა იმისა, რომ კანდიდატები სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებდნენ. ამასთან, პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინფორმაცია კანდიდატების მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ძირითადად მათთვის ცნობილი გახდა არა პირადად კანდიდატებისგან, არამედ - საარჩევნო ადმინისტრაციისგან“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდა კანდიდატების გადარწმუნება, რიგ შემთხვევებში - დაშინება, რათა მათ რეგისტრაციიდან თავი მოეხსნათ.

„მსგავსი ფაქტები მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება“, – აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]