weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩილ ხანდამაშვილი - ჩემსა და მოსახლეობას შორის ბარიერი არ იქნება

13:46 კვირა, 15 ოქტომბერი 2017

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გიორგი მაჭავარიანთან და თენგიზ ზარდიაშვილთან ერთად, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი ამჯერად, სოფელ გურჯაანისა და ქალაქ გურჯაანის მცხოვრებლებს შეხვდა, ადგილობრივების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„21 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ყველა ერთად ვნახავთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ჩემსა და თქვენს შორის არ იქნება ბარიერი, რაც საქმესაც გაგვიადვილებს და მეტ შედეგსაც მოგვიტანს. ყველა ერთად ვიბრძოლებთ იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც ამ დროისთვის ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს. ოთხი წლის შემდეგ, გურჯაანი აუცილებლად იქნება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონში, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ადგილობრივებმა არჩილ ხანდამაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და თვითმმართველბის არჩევნებში წარმატება უსურვეს.

 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]