„საბჭოთა კავშირის დროს ერთიანი ოსეთი იყო. შემდეგ სამხედრო ძალით გაყვეს. მაშინ ერთი რესპუბლიკიდან მეორეს ბევრი რამ გადაეცემოდა. ახლა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენს მიერ აღიარებულია დამოუკიდებელ რესპუბლიკად. რუსი სამშვიდობოები, რუსეთის არმია მას უშუალოდ დაეხმარა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძალის გამოყენებით არ გადაეწყვიტა „ტერიტორიული პრობლემა“, როგორც მან ამას უწოდა, მიუხედავად ეუთო-ს გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ იმყოფებოდნენ რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელები, ასევე ქართველები, რომლებიც აგრესიულ აქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიყვანეს. ჩვენ ყოველმხრივ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთს და დავეხმარებით მას ჩვენი უახლოესი სამოკავშირეო ურთიერთობებით“, - განაცხადა ლავროვმა.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონის დამოუკიდებლობას არ ცნობს და მას განიხილავს, როგორც საქართველოს ნაწილს.