weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაჟორიტარობის კანდიდატ იმამებს სასულიერო სტატუსი შეუჩერდათ

23:38 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017

აჭარაში, იმამებს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" და "ევროპულმა საქართველომ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგინეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ სასულიერო სტატუსი შეუჩერა.

სოფელ ოშანახევის იმამი ავთანდილ გაბაიძე სოფელ ხიხაძირში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატია. კიდევ ერთი იმამი ამირან პაპიძე კი სოფელ დანისპარაულში "ევროპული საქართველოდან" იყრის კენჭს.

"მეჩეთის წინამძღოლს, იმამს ეკრაძალება პოლიტიკური საქმიანობა. შესაბამისად, როგორც კი ჩენთვის ცნობილი გახდა პლიტიკურ საქმიანობაში იმამების მონაწილეობასთან დაკავშირებით, მუსლიმთა სამმართველომ იმსჯელა და შინაგანაწესის თანახმად ისინი გათავისუფლებულნი იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან", - განაცხადა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა ადამ შანთაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამირან პაპიძე რიყეთის თემში 12 მეჩეთს ხელმძღვანელობდა. მას მიაჩნია, რომ სამუფთომ მისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობის ზეწოლის შედეგად მიიღო.

"მინარეთის მოჭრა, წინწყაროს და ნიგვზიანის პრობლემები, ქობულეთში ჩვენ ღორის თავები მიგვიკრეს ყველგან - ეს ყველაფერი დიდი შეურაცხყოფაა მუსლიმი თემისთვის. ამას დაემატა მოხეს პრობლემა და ახალი მეჩეთის მშენებლობის გაჭიანურება და ნებართვის არგაცემა. "ევროპულ საქართველოში" ჩემი გაწევრიანების მიზეზი ეს იყო", - განაცხადა ამირან პაპიძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამჟამად ერთი იმამია. ის "ქართული ოცნებიდან" საციხურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ მგელაძეა, რომლისთვისაც მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო სტატუსი არ შეუჩერებია.

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" რეგიონული კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა აცხადებს, რომ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკაა და არა თეოკრატიული სახელმწიფო, სასულიერო პირები საერო ხელისუფლებისგან მკვეთრად გამიჯნულები უნდა იყვნენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]